კვლევა/პრობლემაზე დაფუძნებული ინტეგრირებული სასწავლო პროექტი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
„ბავშვის
უფლებაა,ისარგებლოს დაცვის სისტემის ყველაზე
უფრო სრულყოფილი მომსახურებით...,სახელმწიფო
ღებულობს აუცილებელ ზომებს სურსათითა და სასმელი
წყლით მომარაგების გზით...“
( ბავშვთა უფლებების კონვენციიდან)
ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ
ჩვენი გამოცდილება,თუ როგორ მივაღწიეთ დასახულ მიზანს პროექტით,რომლის საფუძველი იყო
სოფელში არსებული ძირითადი და მწვავე პრობლემა,რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა ოჯახს,ყველა
ადამიანს ძალზე მტკივნეულად.შესაძლოა,თქვენ მიიჩნიოთ ჩვეულებრივ სოციალურ პროექტად,ეროვნული
სასწავლო გეგმისგან აცდენილ აქტივობად,მაგრამ დამერწმუნეთ,არცერთი ჩვენი(ჩვენი,მოსწავლეების,კოლეგების,თემის
წარმომადგენლების) ნაბიჯი არ ყოფილა სასწავლო მიზნებს აცდენილი.როგორც მოგეხსენებათ,ქართულის,როგორც
მეორე ენის სწავლების ძირითადო ამოცანებია
თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში
აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას საზოგადო პრობლემათა გადაჭრაში.
სოფელი დადეში მდებარეობს
ჯავახეთის ზეგანზე,ზღვის დონიდან 1800მეტრის სიმაღლეზე,თურქეთის საზღვართან 7 კილომეტრში.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქ მუდმივად,ე.ი. დღესაც დგას სუფთა წყლით მომარაგების
პრობლემა.რამოდენიმე წლის წინ აქაურმა მოსახლეობამ მთიდან ჩამოიყვანა წყალი,მაგრამ დროთა განმავლობაში
მილები დაჟანგდა და დაზიანდა,რის გამოც მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მოდის მღვრიე წყალი და ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის ჯანმთელობის,ფსიქო-ემოციურ
პრობლემებს. ამიტომ მოსწავლეებთან ერთად შევეცადეთ
ამ პრობლემის იდენტიფიცირებას,წარმომშობი მიზეზების დადგენასა და გადაჭრის გზების ძიებას.
პროექტი განხორციელდა 2011წლის
10 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით.სამიზნე ჯგუფი :VIII-XII კლასებიპროექტის თემა
მოსწავლეებთან ერთად დავსახეთ
მიზნები:
1) გამოგვეკვლია სოფლის სასმელი წყლის
დაბინძურების მიზეზებს,
2) მოგვეძიებინა ინფორმაცია, თუ
რა ზიანის
მოტანა შეუძლია
უვარგის სასმელ
წყალს ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
3)გაგვერკვია,თუ რა უფლება ირღვევა
სასმელად გამოუსედეგარი წყლის არსებობით.
4)სხვა საგნის
მასწავლებთან თანამშრომლობით დაგვედგინა:
ა)რომელი მავნე
ნივთიერებებია გარეული
დიდი შემცველობით სოფლის სასმელ
წყალში(ქიმია)
.
ბ)რა სახის
დაავადებებია ინტენსიურად გავრცელებული ადგილობრივ მოსახლეობაში ამ
წყლის გამოყენების შედეგად (ბიოლოგია).
გ)საიდან გამოიდენება,რა დაბრკოლებები შეხვდება წყალს
სოფლამდე მოსასვლელ
გზაზე(გეოგრაფია).
5)მოგვეხდინა დავალებების დელეგირება.
პროექტის განსახორციელებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
1)მიზნების დასახვა
და კომენტარების გაკეთება;
( სამიზნე რუკის შედგენა,მიზნების გადანაწილება
მონაწილეებზე და აქტივობების შესრულება
კომენტარებისა და ჩანაწერების გაკეთება.)
2)მსგავსებებისა და
განსხვავების გამოვლენა;
( მსგავსება-განსხვავების დადგენა სუფთა და მღვრიე წყალს შორის,ემოციებს შორის ამ წყლების გამოყენების
დროს,ჯანმრთელობის შემთხვევაში,მოტივაციის შემთხვევაში და ა.შ)
3)საშინაო დავალება
და პრაქტიკა;
( დასახული მიზნის მისაღწევი აქტივობების დამოუკიდებლად
შესრულება)
4)შეჯამება და ჩანაწერების გაკეთება;
(კონკრეტული მიზნის მისაღწევად,აქტივობების შესრულებისა გაკეთებული ჩანაწერების დახარისხება
და შეჯამება)
5)მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება და მისი წარმატების აღიარება
(სიტყვიერი კომენტარები,ქულების
მინიჭება,სიგელებით დაჯილდოვება,საავტორო უფლებების დაცვა
6)მინიშნებები,შეკითხვები და წინმსწრები აქტივობები.
(მიზნის მისაღწევად კონკრეტულ სიტუაციაში აუცილებელი
მითითების,მინიშნებების მიცემა,გასაღები სიტყვებისა და კითხვების მიშველიება)
შედეგად მოსწავლეებმა სხვა საგნის მასწავლებლების დახმარებით:
ა) გამოიკვლიეს სოფლის სასმელი წყლის
დაბინძურების მიზეზები,მოიძიეს ინფორმაცია, თუ
რა ზიანის
მოტანა შეუძლია
უვარგის სასმელ
წყალს ადამიანის
ჯანმრთელობისათ-ვის.(ბიოლოგია,ქიმია)
ბ)გაარკვიეს, რა
უფლება ირღვევა
სასმელად გამოუსადეგარი წყლის არსებობით.(სამოქალაქო განათლება)
გ) დაადგინეს,რომელი
მავნე ნივთიერებებია გარეული დიდი
შემცველობით სოფლის
სასმელ წყალში(ქიმია) .
დ)გაარკვიეს, რა
სახის დაავადებებია ინტენსიურად გავრცელებული ადგილობრივ მოსახლეობაში ამ წყლის
გამოყენების შედეგად
(ბიოლოგია).
5)დაადგინეს, საიდან
გამოიდენება,რა
დაბრკოლებები შეხვდება
წყალს სოფლამდე
მოსასვლელ გზაზე(გეოგრაფია).
6)განუვითარდათ სოციალური
და ლინგვისტური უნარები
დასკვნა
2013 წლის გაზაფხულზე
ისევ გახდა აქტუალური სასმელი წყლის პრობლემა
და კვლავ მიუბრუნდნენ ბავშვები.მათ საკმაოდ ინტენსიურად იმუშავეს და მიუძღვნეს სასკოლო
კონფერენცია.
და ბოლოს
გვინდა,
უცვლელად მოგაწოდოთ სასკოლო კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე მოსწავლის
წერილი ყოველივე
ამასთან დაკავშირებით:
ჩვენ გვინდა
დავლიოთ სუფთა
წყალი!!!
„მე მინდა რომ
ვიყო ჯანმრთელი
და ვიცოცხლო
დიდხანს.იმისთვის
რომ მე
ვიყო ჯანმრთელი,უნდა ვჭამო სუფთა
პროდუქტი და
სუფთა წყალი
დავლიო,მაგრამ
ჩემი სოფელი ღარიბია სასმელი
წყლით.ჩვენი
წყალი არის
მღვრიე ,შიგ
არის მრავალი
ბაქტერია და
მიკროორგანიზმები,მყარი
ნაწილაკები.ხშირად
ჩვენი სოფლელები
ბავშვები ავად
ხდებიან სტიკვდებათ თავი,მუცელი,თირკმელები,ბრმანაწლავი.სჭირდებათ ექიმთან
მკურნალობა,საავადმყოფოში დაწოლა.ბევრ ოჯახს არ აქვს სამკურნალო ფული
და ბავშვები
იტანჯებიან ავადმყოფობით.ჩვენ
ძალიან გვინდა
დავლიოთ სუფთა
წყალი,ისევე
როგორც საქართველოს სხვა კუთხის
ბავშვებმა.“
P.S.ეს პროექტი პირველად
LeMill-ის ვებგვერდზე დაიდო, მოჰყვა გამოხმაურება „ნეტგაზეთიდან“,ჟურნალისტ ანი
ბერუკაშვილის მიერ.გთავაზობთ მისი
წერილის ციტირებას:
„გამარჯობა,მე
ჟურნალისტი ვარ ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთიდან.შემთხვევით წავაწყდი თქვენს
პროექტს სოფელ
დადეშში წყლის
პრობლემასთან დაკავშირებით.ხომ არ
შეგიძლიათ მომაწოდოთ
ინფორმაცია თუ
დგას სოფელში
კვლავ ეს პრობლემა და
თუ განხორციელდა თქვენი პროექტი?
სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილი გვაქვს სიუჟეტის მომზადება
და ძალიან
დაგვეხმარებით.
წინასწარ დიდი
მადლობა.
გამოყენებული რესურსები:
კომპიუტერი,ფოტო
და ვიდეოკამერა,დიქტოფონი,თაბახის
ფურცლები,მარკერები
გამოყენებული ლიტერატურა:
1)ეროვნული და
საერთაშორისო ოლიმპიადები-გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსი(გზამკვლევი)-2007 წელი
2)საქართველოს პედაგოგთა
და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირი-ნორმატიული აქტებისა
და ტესტების
კრებული მასწავლებელთათვის(გამომცემლობა „მერიდიანი“2010წელი
3)რობერტ ჯ.მარზანო,დებრა
ჯ.ფიქერინგი,ჯეინ ი.ფოლოქი-„ეფექტური სწავლება
სკოლაში“
4)2011-2016
წლის ეროვნული
სასწავლო გეგმა
5)
ინტერნეტი:
ა)ka.wikipedia .org
ბ)Google
გ)Google Earth
No comments:
Post a Comment