ქართული ენა ჩემი წარმატებისათვის
ჯავახეთის მთების კალთებზე მერცხლის ბუდესავით არის გაშენებული
ჩემი სოფელი. ისე დაჰყურებს თავზე გოროზი აბული, როგორც მკაცრი მშობელი. ჩემს სოფელში
ყველას გვიყვარს ოცნება იმიტომ, რომ ძალიან მაღლა, თითქმის ცაში ვცხოვრობთ.
ჩვენ ხშირად ღრუბლებშიც გვეღვიძება.
როცა ოცნებას ვიწყებთ, მაშინ ფიქრიც მალე
მოდის ხოლმე... მეც სულ ვოცნებობ, ვფიქრობ
და ვმუშაობ.
რას
ვოცნებობ? ვოცნებობ, რომ
გავხდე საუკეთესო იურისტი, დავიცვა ადამიანების უფლებები, ვიყო ცნობილი, წარმატებული, დაფასებული და პატივცემული ადამიანი. კიდევ მინდა,
რომ ვიყო ბედნიერი ჩემი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით. მე კარგად ვიცი, რომ ჩემი
ლამაზი ოცნება რეალური გახდება
იმ
შემთხვევაში, თუ დიდხანს თავდაუზოგავად, აზრიანად ვიშრომებ
და ვისწავლი,
გადავდგამ თანმიმდევრულ, გონივრულ ნაბიჯებს.
რა არის
მთავარი, აუცილებელი ჩემი წარმატებისათვის?
ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენის-ქართული ენის ცოდნა, მისი დახმარებით განვითარდება
ჩემი შესაძლებლებლობი, ჩემი გონება გახდება უფრო ნათელი და მოქნილი. გავაკეთებ ძალიან
ბევრ კარგ საქმეს-გავხდები წარმატებული ადამიანი.
ქართულმა ენამ უკვე შემძინა
მეგობრები - გორელი თანატოლები მე-4 საჯარო სკოლიდან-ანუკი,ხატია,ქეთი. ჩვენ ვკონტაქტობთ ინტერნეტით, ტელეფონით. ისინი მეხმარებიან ქართული
ენის დაუფლებაში.
დრო გადის.
ჩემთვის თანდათან ნათელი ხდება ერთი ჭეშმარიტება-საქართველოს მოქალაქისთვის
აუცილებელი და ძალიან სასარგებლოა სახელმწიფო
ენის ცოდნა. აუცილებელია იმიტომ, რომ როგორც შვილს მშობელთან, ისე მოქალაქეს თავის ქვეყანასთან
უნდა ჰქონდეს მუდმივი კავშირი, ურთიერთობა,
კიდევ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის გაგება, სიყვარული და ზრუნვა. ჩვენ-ქართველები,
სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები და სხვა-ყველა, ვინც საქართველოს მადლიან კალთაში
დავიბადეთ და გავიზარდეთ, მისი ღვიძლი შვილები ვართ. ბედნიერად ვცხოვრობთ ერთ დიდ, თბილ, ულამაზეს, საყვარელ
სახლში-საქართველოში. აქ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ამიტომ
მე მინდა, ვნახო საქართველოს ყველა მოქალაქე ერთი მთავარი საქმით-სამშობლოს საყვარულით მტკიცედ
დაკავშირებული. მათ შორის მე აუცილებლად ვიქნები.
გოჰარ მარტიროსიანი
ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო
სკოლა.
მობილური: 555-77-17-74
No comments:
Post a Comment