Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე
  • შევიტანეთ შესწორებები ჩვენს პორტფოლიოებში
  • გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაციები
  • გავაკეთეთ ურთიერთშეფასებები
  • პორტფოლიოები ავტვირთეთ Google Drive - ში და ჩავსვით  ჩვენ ბლოგებში

მერვე დღე

     მერვე დღის რეფლექსია:
  1. გავიმეორეთ მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსიები;
  2. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების დამატება;
  3. ვისწავლეთ ტექსტზე ბმულის გაკეთება,
  4. ტექსტის ჩასწორება;
  5. ბლოგზე დავაყენეთ მთვლელი;
  6. ბლოგზე ავტვირთეთ  ჩვენი პორთფოლიო;

მეშვიდე დღე

 * ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვაზე.
* ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია 
*  შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ნაკვეთი. გამოვკვეთეთ დავალებები სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებისთვის.
* აღვნიშნეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, ტექნოლოგია - პროგრამული უზრუნველყოფა, ბეჭდვითი მასალები.
* გავეცანით აქტივობა 3-ს. მასალები მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.
* შევქმენი მოსწავლისთვის პრეზენტაციის შაბლონი. ვასილიტაციაამზადებ მასალას წარმატების მიღწევის მიზნით (სკაფოლდინგი)
* გავეცანი რესურსებში "მოსწავლეთა მხარდაჭერა" .
* რესურსებში გავეცანით ფასილიტაციას.
* ფასილიტაცია - წინასწარ ვაძლევ გეზს, მიმართულებას, რაზეც ვაკეთებთ პროექტს. ( შევქმენი სქემა პროექტისთვის). უნდა ვაჩვენო ვიდეოც.
* დავალაგეთ ჩვენი პორტფოლიო. 

Saturday, March 5, 2016

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე  
ტრენინგის მე–6 
 მეექვსე  ტრენინგის  დღეს,გავიმეორეთ წინა მეცადინოებაზე ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ და გავეცანით სსიპ მოსწავლეთა საჭიროებებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანით, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. როგორ მივაწოდოთ უკუკავშირი. მოდულის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დამხმარე მასალების მომზადებას. შემდეგ კი ჩვენ თავად მოვამზადეთ მასალები

Sunday, February 28, 2016

ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე- რეფლექსია

განვიხილეთ  საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
 
შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.


ასევე შევქმენი სლაიდი პრეზენტაციისათვის "Power point"-ში- პროექტის განხორციელებამდე საზოგადოებისათვის გასაცნობად

ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''
ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.