Sunday, February 28, 2016

ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე- რეფლექსია

განვიხილეთ  საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
 
შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.


ასევე შევქმენი სლაიდი პრეზენტაციისათვის "Power point"-ში- პროექტის განხორციელებამდე საზოგადოებისათვის გასაცნობად

ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''
ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.

No comments:

Post a Comment