ჩემი მეორე დედა
მას შემდეგ ოცდახუთი წელი გავიდა,მაგრამ ის დღე გუშინდელივით
ჩამრჩა მეხსიერებაში.იმ დღეს პირველად შევაღე სკოლის კარები და ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი,დედასავით
თბილი და ტკბილი ქალბატონი მადონა ჯინჭველაშვილი გავიცანი.
ამ ქალს ვუმადლი
ყოველივე კარგს,რაც ჩემშია.მან მასწავლა არა მარტო სამშობლოს,ოჯახისა და წიგნებისადმი
სიყვარული და ერთგულება,არამედ ღვთის შიში და თაყვანისცემა.მადონა მასწავლებლის წყალობით
სკოლა ჩვენთვის მეორე სახლად გადაიქცა,მასწავლებელი კი-მეორე დედად.ბავშვები ერთმანეთს
ვეცილებოდით მის სიყვარულში და მუდამ ვცდილობდით,ფრიადზე მოგვემზადებინა მისი გაკვეთილი.
ეს ქალი ასე ანდამატივით
თუ რატომ გვიზიდავდა,მოგვიანებით მივხვდი,ის დაბადებული იყო მასწავლებლად,მთელი არსებით
ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს.მისი დამოკიდებულება მოსწავლეებთან მხოლოდ გაკვეთილით
არ შემოიფარგლებოდა.სასწავლო წლის განმავლობაში მადონა მასწავლებელს დავყავდით ტყეში,მდინარეზე,ვაწყობდით
პიკნიკებს.ეს მინი ექსკურსიები გვეხმარებოდა ბუნებისმეტყველების უკეთ ათვისებაში,ურთიერთშორის
მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცებაში.ჩვენი თანატოლი ლიტერატურული გმირების მაგალითების
განზოგადებით მადონა მასწავლებელი გვინერგავდა
მაღალ ადამიანურ გრძნობებს.ჩვენც გვინდოდა,რომ სწორედ ისეთები ვყოფილიყავით და აღფრთოვანებულნი
ვცდილობდით,მიგვებაძა მათთვის.
„იცი,მიხარია კიდეც,რომ
ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია,თქვენ უძლიერესი ჯგუფი იყავით სკოლაში,ყველა თქვენი შემდეგი
მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო თქვენით“,-მითხრა საუბრისას ჩემმა მოძღვარმა.დიახ,ეს ასეც იყო.სკოლა რომ დავამთავრეთ,ჩვენს
შორის არც ერთი სამოსანი არ ყოფილა...
ოცდათორმეტი წელი
იღვაწა სკოლის კედლებში,სანამ მკაცრმა და დუხჭირმა ცხოვრებამ არ აიძულა მიეტოვებინა
საყვარელი სამსახური და სადღაც რუსეთში ვაჭრობისთვის მოეკიდებინა ხელი.ამ ”ახალმა ცხოვრებამ“ დაანახა მას,თუ როგორ შეცვლილან
ადამიანები.შური,პირმოთნეობა და სიყალბე დაინახა მან ზოგიერთი მისი ყოფილი მოსწავლის
ხასიათში...
ამჟამად კი წყალტუბოს
N4 საშუალო სკოლის ყოფილი პედაგოგი მადონა
ჯინჭველაშვილი პენსიაზეა გასული,ზრდის პატარა შვილიშვილებს და სიყვარულითა და ნოსტალგიით
იხსენებს თავის სამსახურს,თავის მოსწავლეებს.
No comments:
Post a Comment