ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის
საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული ენა იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას ცხოვრებაში და გამოადგეს თავის თავსაც, სოფელსაც
და ქვეყანასაც.
ახალქალაქის რაიონში მაცხოვრებ ზოგიერთ სომეხ ახალგაზრდას ჰგონია, რომ მას არაფერი დააკლდება, თუ არ ეცოდინება
ქართული
ენა: წავა ერევანში
და
იქ
მიიღებს პროფესიას.
ეს
ახალგაზრდა
კი
იღებს
პროფესიას
სომხეთში,
მაგრამ
მშობლიურ
რაიონში
თუ
სოფელში
დაბრუნებული
ვეღარ
ახერხებს
სამსახურის
პოვნას.
რატომ?
იმიტომ,
რომ
სომხეთს აქვს განათლების, იურიდიული, ეკონომიური და სხვა ისეთი სისტემები, რომელებიც კონკრეტულად მხოლოდ ამ სახელმწიფოს სჭირდება. საქართველოში კი სულ სხვა მოთხოვნებია, სხვა პროფესია და უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ უპასუხონ არსებულ გამოწვევებს და იყვნენ წარმატებულები.
ზემოთ ნახსენები ახალგაზრდის მსგავსი ჩვენს სოფელში ძალიან
ბევრი ცხოვრობს. მათ დღემდე
ვერ გაითავისეს ის ჭეშმარიტება, რომ ქართული ენის ცოდნა დღითი დღე აუცილებელი ხდება მათივე ინტერესებისთვის. უამრავი
კონკურსი და ვაკანსია ცხადდება. ქართული ენის
უცოდინრობის გამო ისინი ვერ ეცნობიან
ამ ინფორმაციებს, ვერ მონაწილეობენ კონკურსებსა და პროექტებში. სომხური ენის გამოყენებასაც ვერ ახერხებენ და თავიანთ
უპერსპექტივობას სახელმწიფოს აბრალიან.
მე არ მინდა, მათი ბედი გავიზიარო. ეს ყველაფერი
გაკვეთილად გამომადგება იმის გასააზრებლად,
თუ რა შედეგს მივიღებ ამა თუ იმ არჩევანის შემთხვევაში.
მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავხდე წარმატებული
ადამიანი - მყავდეს ბევრი მეგობარი
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,
მქონდეს საჭირო და საინტერესო პროფესია,
ვიყო განათლებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი,
აქტიური, კომუნიკაბელური, დამოუკიდებლად შემეძლოს
ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან...
მე თანდათან ვხვდები, რომ ზემოთ წარმოდგენილი
შედეგის მიღწევაში ქართული ენის
ცოდანა ყველაზე კარგად
დამეხმარება. ამიტომ ბევრს ვმეცადინეობ, რომ კარგად შევისწავლო სახელმწიფო ენა.
მჯერა, ჩემი ოცნებები აუცილებლად ასრულდება. ჩემი წარმატებებით სარგებლობას მოვუტან
საყვარელ
საქართველოს.
ვარდუშ მოვსესიანი
სსიპ ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე
მობილური: 593 34-11-47
No comments:
Post a Comment