Friday, December 12, 2014

ჩემი მოსწავლის ვარდუშ მოვსესიანის თემა

ქართული ენა ჩემი წარმატებისთვის
      საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული ენა იმისათვის, რომ  მიაღწიოს წარმატებას  ცხოვრბაში და გამოადგეს თავის თავსაც, სოფელსაც და ქვეყანასაც.
    ახალქალაქის  რაიონში მაცხოვრებ ზოგიერთ სომეხ ახალგაზრდას ჰგონიარომ მას არაფერი დააკლდება, თუ არ ეცოდინება ქართული ენაწავა ერევანში  და იქ მიიღებს  პროფესიასეს ახალგაზრდა კი იღებს პროფესიას სომხეთში, მაგრამ მშობლიურ რაიონში თუ სოფელში დაბრუნებული ვეღარ ახერხებს სამსახურის პოვნას. რატომ? იმიტომ, რომ  სომხეთს აქვს განათლების, იურიდიული, ეკონომიური და სხვა ისეთი სისტემები, რომელებიც კონკრეტულად მხოლოდ ამ სახელმწიფოს სჭირდება. საქართველოში კი სულ სხვა მოთხოვნებია, სხვა პროფესია და უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ უპასუხონ არსებულ გამოწვევებს და  იყვნენ წარმატებულები.
      ზემოთ ნახსენები ახალგაზრდის  მსგავსი ჩვენს სოფელში  ძალიან  ბევრი  ცხოვრობს. მათ  დღემდე   ვერ  გაითავისეს ის ჭეშმარიტება,  რომ  ქართული  ენის ცოდნა დღითი დღე აუცილებელი ხდება მათივე ინტერესებისთვის.  უამრავი   კონკურსი და   ვაკანსია  ცხადდება.  ქართული ენის  უცოდინრობის გამო  ისინი ვერ  ეცნობიან  ამ   ინფორმაციებს, ვერ  მონაწილეობენ კონკურსებსა და პროექტებში.  სომხური ენის გამოყენებასაც ვერ ახერხებენ და  თავიანთ   უპერსპექტივობას   სახელმწიფოს   აბრალიან.   
          მე არ მინდა, მათი ბედი გავიზიარო. ეს ყველაფერი გაკვეთილად გამომადგება  იმის გასააზრებლად, თუ რა შედეგს მივიღებ ამა თუ იმ არჩევანის შემთხვევაში.
      მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავხდე  წარმატებული  ადამიანი - მყავდეს  ბევრი   მეგობარი  საქართველოს  სხვადასხვა   კუთხეში,    მქონდეს  საჭირო   და   საინტერესო  პროფესია,  ვიყო  განათლებული,   კონკურენტუნარიანი  სპეციალისტი,  აქტიური,   კომუნიკაბელური,    დამოუკიდებლად  შემეძლოს  ინფორმაციის   მიღება   პირველწყაროდან...
     მე თანდათან   ვხვდები,  რომ  ზემოთ  წარმოდგენილი  შედეგის   მიღწევაში  ქართული ენის  ცოდანა  ყველაზე  კარგად  დამეხმარება. ამიტომ ბევრს ვმეცადინეობ, რომ კარგად შევისწავლო სახელმწიფო ენა. მჯერა, ჩემი ოცნებები აუცილებლად ასრულდება. ჩემი წარმატებებით სარგებლობას მოვუტან   საყვარელ საქართველოს.


ვარდუშ   მოვსესიანი
სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მობილური:  593 34-11-47

ჩემი მეორე დედა

            ჩემი   მეორე  დედა

მას შემდეგ  ოცდახუთი წელი გავიდა,მაგრამ ის დღე გუშინდელივით ჩამრჩა მეხსიერებაში.იმ დღეს პირველად შევაღე სკოლის კარები და ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი,დედასავით თბილი და ტკბილი ქალბატონი მადონა ჯინჭველაშვილი გავიცანი.
ამ ქალს ვუმადლი ყოველივე კარგს,რაც ჩემშია.მან მასწავლა არა მარტო სამშობლოს,ოჯახისა და წიგნებისადმი სიყვარული და ერთგულება,არამედ ღვთის შიში და თაყვანისცემა.მადონა მასწავლებლის წყალობით სკოლა ჩვენთვის მეორე სახლად გადაიქცა,მასწავლებელი კი-მეორე დედად.ბავშვები ერთმანეთს ვეცილებოდით მის სიყვარულში და მუდამ ვცდილობდით,ფრიადზე მოგვემზადებინა მისი გაკვეთილი.
ეს ქალი ასე ანდამატივით თუ რატომ გვიზიდავდა,მოგვიანებით მივხვდი,ის დაბადებული იყო მასწავლებლად,მთელი არსებით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს.მისი დამოკიდებულება მოსწავლეებთან მხოლოდ გაკვეთილით არ შემოიფარგლებოდა.სასწავლო წლის განმავლობაში მადონა მასწავლებელს დავყავდით ტყეში,მდინარეზე,ვაწყობდით პიკნიკებს.ეს მინი ექსკურსიები გვეხმარებოდა ბუნებისმეტყველების უკეთ ათვისებაში,ურთიერთშორის მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცებაში.ჩვენი თანატოლი ლიტერატურული გმირების მაგალითების განზოგადებით  მადონა მასწავლებელი გვინერგავდა მაღალ ადამიანურ გრძნობებს.ჩვენც გვინდოდა,რომ სწორედ ისეთები ვყოფილიყავით და აღფრთოვანებულნი ვცდილობდით,მიგვებაძა მათთვის.
„იცი,მიხარია კიდეც,რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია,თქვენ უძლიერესი ჯგუფი იყავით სკოლაში,ყველა თქვენი შემდეგი მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო თქვენით“,-მითხრა საუბრისას  ჩემმა მოძღვარმა.დიახ,ეს ასეც იყო.სკოლა რომ დავამთავრეთ,ჩვენს შორის არც ერთი სამოსანი არ ყოფილა...
ოცდათორმეტი წელი იღვაწა სკოლის კედლებში,სანამ მკაცრმა და დუხჭირმა ცხოვრებამ არ აიძულა მიეტოვებინა საყვარელი სამსახური და სადღაც რუსეთში ვაჭრობისთვის მოეკიდებინა ხელი.ამ  ”ახალმა ცხოვრებამ“ დაანახა მას,თუ როგორ შეცვლილან ადამიანები.შური,პირმოთნეობა და სიყალბე დაინახა მან ზოგიერთი მისი ყოფილი მოსწავლის ხასიათში...

ამჟამად კი წყალტუბოს N4  საშუალო სკოლის ყოფილი პედაგოგი მადონა ჯინჭველაშვილი პენსიაზეა გასული,ზრდის პატარა შვილიშვილებს და სიყვარულითა და ნოსტალგიით იხსენებს თავის სამსახურს,თავის მოსწავლეებს.

ჩემი მოსწავლის გოარ მარტიროსიანის ესსე

       ქართული ენა ჩემი   წარმატებისათვის

            ჯავახეთის  მთების კალთებზე მერცხლის ბუდესავით არის გაშენებული ჩემი სოფელი. ისე დაჰყურებს თავზე გოროზი აბული,  როგორც მკაცრი მშობელი. ჩემს სოფელში  ყველას გვიყვარს ოცნება  იმიტომ, რომ ძალიან მაღლა, თითქმის ცაში ვცხოვრობთ.  ჩვენ ხშირად ღრუბლებშიც  გვეღვიძება.    როცა  ოცნებას ვიწყებთ, მაშინ  ფიქრიც  მალე მოდის ხოლმე...  მეც სულ ვოცნებობ, ვფიქრობ და ვმუშაობ.                                                                                                                                                                                                                                რას ვოცნებობ? ვოცნებობ, რომ  გავხდე  საუკეთესო იურისტი,  დავიცვა ადამიანების უფლებები, ვიყო ცნობილი, წარმატებული,  დაფასებული და პატივცემული ადამიანი. კიდევ მინდა, რომ  ვიყო ბედნიერი  ჩემი საზოგადოებრივი  და პირადი ცხოვრებით.   მე კარგად ვიცი, რომ  ჩემი ლამაზი ოცნება  რეალური გახდება  იმ  შემთხვევაში, თუ დიდხანს   თავდაუზოგავად, აზრიანად ვიშრომებ და ვისწავლი,  გადავდგამ   თანმიმდევრულ, გონივრულ ნაბიჯებს.
       რა არის  მთავარი, აუცილებელი ჩემი წარმატებისათვის? ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენის-ქართული ენის ცოდნა, მისი დახმარებით განვითარდება ჩემი შესაძლებლებლობი, ჩემი გონება გახდება უფრო ნათელი და მოქნილი. გავაკეთებ ძალიან ბევრ კარგ საქმეს-გავხდები წარმატებული ადამიანი.   
     ქართულმა  ენამ   უკვე შემძინა მეგობრები -  გორელი თანატოლები მე-4 საჯარო სკოლიდან-ანუკი,ხატია,ქეთი.  ჩვენ ვკონტაქტობთ   ინტერნეტით,  ტელეფონით.   ისინი  მეხმარებიან ქართული ენის დაუფლებაში.                                                                                         
     დრო გადის.  ჩემთვის  თანდათან  ნათელი ხდება ერთი ჭეშმარიტება-საქართველოს მოქალაქისთვის აუცილებელი და ძალიან სასარგებლოა  სახელმწიფო ენის ცოდნა. აუცილებელია იმიტომ, რომ როგორც შვილს მშობელთან, ისე  მოქალაქეს  თავის  ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს მუდმივი კავშირი, ურთიერთობა,  კიდევ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის გაგება, სიყვარული და ზრუნვა. ჩვენ-ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები და სხვა-ყველა, ვინც საქართველოს მადლიან კალთაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მისი ღვიძლი შვილები ვართ.  ბედნიერად ვცხოვრობთ ერთ დიდ, თბილ, ულამაზეს, საყვარელ სახლში-საქართველოში. აქ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ამიტომ  მე მინდა,  ვნახო საქართველოს ყველა მოქალაქე  ერთი მთავარი საქმით-სამშობლოს საყვარულით მტკიცედ დაკავშირებული. მათ შორის მე აუცილებლად ვიქნები.


გოჰარ მარტიროსიანი
 ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  სოფელ დადეშის საჯარო სკოლა.
მობილური: 555-77-17-74

კვლევა/პრობლემაზე დაფუძნებული ინტეგრირებული სასწავლო პროექტი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

  „ბავშვის უფლებაა,ისარგებლოს  დაცვის სისტემის ყველაზე უფრო  სრულყოფილი მომსახურებით...,სახელმწიფო ღებულობს   აუცილებელ ზომებს სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით...“
                                                                 ( ბავშვთა უფლებების კონვენციიდან)
ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება,თუ როგორ მივაღწიეთ დასახულ მიზანს პროექტით,რომლის საფუძველი იყო სოფელში არსებული ძირითადი და მწვავე პრობლემა,რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა ოჯახს,ყველა ადამიანს ძალზე მტკივნეულად.შესაძლოა,თქვენ მიიჩნიოთ ჩვეულებრივ სოციალურ პროექტად,ეროვნული სასწავლო გეგმისგან აცდენილ აქტივობად,მაგრამ დამერწმუნეთ,არცერთი ჩვენი(ჩვენი,მოსწავლეების,კოლეგების,თემის წარმომადგენლების) ნაბიჯი არ ყოფილა სასწავლო მიზნებს აცდენილი.როგორც მოგეხსენებათ,ქართულის,როგორც მეორე ენის სწავლების ძირითადო ამოცანებია  თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას საზოგადო პრობლემათა გადაჭრაში.
სოფელი დადეში მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე,ზღვის დონიდან 1800მეტრის სიმაღლეზე,თურქეთის საზღვართან 7 კილომეტრში.საბჭოთა  კავშირის დაშლის შემდეგ აქ  მუდმივად,ე.ი. დღესაც დგას სუფთა წყლით მომარაგების პრობლემა.რამოდენიმე წლის წინ   აქაურმა მოსახლეობამ  მთიდან ჩამოიყვანა წყალი,მაგრამ დროთა განმავლობაში მილები დაჟანგდა და დაზიანდა,რის გამოც მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მოდის  მღვრიე წყალი და  ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის ჯანმთელობის,ფსიქო-ემოციურ პრობლემებს. ამიტომ  მოსწავლეებთან ერთად შევეცადეთ ამ პრობლემის იდენტიფიცირებას,წარმომშობი მიზეზების დადგენასა და  გადაჭრის გზების ძიებას.
პროექტი განხორციელდა  2011წლის  10 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით.სამიზნე ჯგუფი :VIII-XII კლასებიპროექტის თემა        
მოსწავლეებთან ერთად დავსახემიზნები:
1)      გამოგვეკვლია  სოფლის  სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზებს,
2)      მოგვეძიებინა  ინფორმაცია, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია უვარგის სასმელ წყალს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
3)გაგვერკვია,თუ რა  უფლება ირღვევა სასმელად გამოუსედეგარი წყლის არსებობით.
4)სხვა საგნის მასწავლებთან თანამშრომლობით დაგვედგინა:
ა)რომელი მავნე ნივთიერებებია გარეული დიდი შემცველობით სოფლის სასმელ წყალში(ქიმია) .
)რა სახის დაავადებებია ინტენსიურად გავრცელებული ადგილობრივ მოსახლეობაში ამ წყლის გამოყენების შედეგად (ბიოლოგია).
)საიდან გამოიდენება,რა დაბრკოლებები შეხვდება წყალს სოფლამდე მოსასვლელ გზაზე(გეოგრაფია).
5)მოგვეხდინა დავალებების  დელეგირება.
პროექტის განსახორციელებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
1)მიზნების დასახვა და კომენტარების გაკეთება;
( სამიზნე რუკის შედგენა,მიზნების  გადანაწილება  მონაწილეებზე და აქტივობების შესრულება  კომენტარებისა  და ჩანაწერების გაკეთება.)
2)მსგავსებებისა და განსხვავების გამოვლენა;
( მსგავსება-განსხვავების დადგენა  სუფთა და მღვრიე  წყალს შორის,ემოციებს შორის ამ წყლების გამოყენების დროს,ჯანმრთელობის შემთხვევაში,მოტივაციის შემთხვევაში და ა.შ)
3)საშინაო დავალება და პრაქტიკა;
( დასახული მიზნის მისაღწევი აქტივობების დამოუკიდებლად შესრულება)
4)შეჯამება და  ჩანაწერების გაკეთება;
(კონკრეტული მიზნის მისაღწევად,აქტივობების  შესრულებისა გაკეთებული ჩანაწერების დახარისხება და შეჯამება)
5)მოსწავლის ძალისხმევის  გაძლიერება და  მისი წარმატების აღიარება
(სიტყვიერი კომენტარები,ქულების მინიჭება,სიგელებით დაჯილდოვება,საავტორო უფლებების დაცვა
6)მინიშნებები,შეკითხვები და წინმსწრები აქტივობები.
(მიზნის მისაღწევად კონკრეტულ სიტუაციაში აუცილებელი მითითების,მინიშნებების მიცემა,გასაღები სიტყვებისა და კითხვების მიშველიება)
               
შედეგად მოსწავლეებმა  სხვა საგნის მასწავლებლების დახმარებით:
ა) გამოიკვლიეს  სოფლის  სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზები,მოიძიეს  ინფორმაცია, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია უვარგის სასმელ წყალს ადამიანის ჯანმრთელობისათ-ვის.(ბიოლოგია,ქიმია)
)გაარკვიეს, რა უფლება ირღვევა სასმელად გამოუსადეგარი წყლის არსებობით.(სამოქალაქო განათლება)
) დაადგინეს,რომელი მავნე ნივთიერებებია გარეული დიდი შემცველობით სოფლის სასმელ წყალში(ქიმია) .
)გაარკვიეს, რა სახის დაავადებებია ინტენსიურად გავრცელებული ადგილობრივ მოსახლეობაში ამ წყლის გამოყენების შედეგად (ბიოლოგია).
5)დაადგინეს, საიდან გამოიდენება,რა დაბრკოლებები შეხვდება წყალს სოფლამდე მოსასვლელ გზაზე(გეოგრაფია).
6)განუვითარდათ სოციალური და ლინგვისტური უნარები
                                                       დასკვნა
2013 წლის გაზაფხულზე ისევ  გახდა აქტუალური სასმელი წყლის პრობლემა და კვლავ მიუბრუნდნენ ბავშვები.მათ საკმაოდ ინტენსიურად იმუშავეს და მიუძღვნეს სასკოლო კონფერენცია.
და ბოლოს  გვინდა, უცვლელად მოგაწოდოთ  სასკოლო კონფერენციის  ერთ-ერთი მონაწილე მოსწავლის წერილი ყოველივე ამასთან დაკავშირებით:
ჩვენ გვინდა დავლიოთ სუფთა წყალი!!!
მე მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი და ვიცოცხლო დიდხანს.იმისთვის რომ მე ვიყო ჯანმრთელი,უნდა ვჭამო სუფთა პროდუქტი და სუფთა წყალი დავლიო,მაგრამ ჩემი სოფელი  ღარიბია სასმელი წყლით.ჩვენი წყალი არის მღვრიე ,შიგ არის მრავალი ბაქტერია და მიკროორგანიზმები,მყარი ნაწილაკები.ხშირად ჩვენი სოფლელები ბავშვები ავად ხდებიან სტიკვდებათ თავი,მუცელი,თირკმელები,ბრმანაწლავი.სჭირდებათ ექიმთან მკურნალობა,საავადმყოფოში  დაწოლა.ბევრ ოჯახს  არ აქვს  სამკურნალო ფული და ბავშვები იტანჯებიან  ავადმყოფობით.ჩვენ ძალიან გვინდა დავლიოთ სუფთა წყალი,ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხის ბავშვებმა.“
P.S.ეს პროექტი პირველად LeMill-ის ვებგვერდზე დაიდო, მოჰყვა გამოხმაურებანეტგაზეთიდან“,ჟურნალისტ ანი ბერუკაშვილის მიერ.გთავაზობთ მისი წერილის ციტირებას:
გამარჯობა,მე ჟურნალისტი ვარ  ინტერნეტ გამოცემა  ნეტგაზეთიდან.შემთხვევით წავაწყდი თქვენს პროექტს სოფელ დადეშში წყლის პრობლემასთან დაკავშირებით.ხომ არ შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია თუ დგას სოფელში კვლავ ეს  პრობლემა და თუ განხორციელდა თქვენი პროექტი? სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით  გადაწყვეტილი გვაქვს  სიუჟეტის მომზადება და ძალიან დაგვეხმარებით.
წინასწარ დიდი მადლობა.
გამოყენებული რესურსები:
კომპიუტერი,ფოტო და ვიდეოკამერა,დიქტოფონი,თაბახის ფურცლები,მარკერები
გამოყენებული ლიტერატურა:
1)ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადები-გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსი(გზამკვლევი)-2007 წელი
2)საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი-ნორმატიული აქტებისა და ტესტების კრებული მასწავლებელთათვის(გამომცემლობამერიდიანი“2010წელი
3)რობერტ .მარზანო,დებრა .ფიქერინგი,ჯეინ .ფოლოქი-„ეფექტური სწავლება სკოლაში
4)2011-2016 წლის ეროვნული სასწავლო გეგმა
5) ინტერნეტი:
)ka.wikipedia .org
)Google
)Google Earth