Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე
  • შევიტანეთ შესწორებები ჩვენს პორტფოლიოებში
  • გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაციები
  • გავაკეთეთ ურთიერთშეფასებები
  • პორტფოლიოები ავტვირთეთ Google Drive - ში და ჩავსვით  ჩვენ ბლოგებში

მერვე დღე

     მერვე დღის რეფლექსია:
  1. გავიმეორეთ მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსიები;
  2. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების დამატება;
  3. ვისწავლეთ ტექსტზე ბმულის გაკეთება,
  4. ტექსტის ჩასწორება;
  5. ბლოგზე დავაყენეთ მთვლელი;
  6. ბლოგზე ავტვირთეთ  ჩვენი პორთფოლიო;

მეშვიდე დღე

 * ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვაზე.
* ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია 
*  შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ნაკვეთი. გამოვკვეთეთ დავალებები სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებისთვის.
* აღვნიშნეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, ტექნოლოგია - პროგრამული უზრუნველყოფა, ბეჭდვითი მასალები.
* გავეცანით აქტივობა 3-ს. მასალები მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.
* შევქმენი მოსწავლისთვის პრეზენტაციის შაბლონი. ვასილიტაციაამზადებ მასალას წარმატების მიღწევის მიზნით (სკაფოლდინგი)
* გავეცანი რესურსებში "მოსწავლეთა მხარდაჭერა" .
* რესურსებში გავეცანით ფასილიტაციას.
* ფასილიტაცია - წინასწარ ვაძლევ გეზს, მიმართულებას, რაზეც ვაკეთებთ პროექტს. ( შევქმენი სქემა პროექტისთვის). უნდა ვაჩვენო ვიდეოც.
* დავალაგეთ ჩვენი პორტფოლიო. 

Saturday, March 5, 2016

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე  
ტრენინგის მე–6 
 მეექვსე  ტრენინგის  დღეს,გავიმეორეთ წინა მეცადინოებაზე ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ და გავეცანით სსიპ მოსწავლეთა საჭიროებებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანით, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. როგორ მივაწოდოთ უკუკავშირი. მოდულის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დამხმარე მასალების მომზადებას. შემდეგ კი ჩვენ თავად მოვამზადეთ მასალები

Sunday, February 28, 2016

ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე- რეფლექსია

განვიხილეთ  საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
 
შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.


ასევე შევქმენი სლაიდი პრეზენტაციისათვის "Power point"-ში- პროექტის განხორციელებამდე საზოგადოებისათვის გასაცნობად

ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''
ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.

Saturday, February 27, 2016

მე-4 დღე
დღეისათვის მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები უნდა შეგვექმნა.ერთმანეთის ნამუშევრებს გავეცანით, ძალიან მომეწონა კოლეგების ნამუშევრები, მგონი ჩემსასაც არა უშავსJ , საერთოდ ყველაზე მეტად ამ პროცესით ვისიამოვნე. ერთი  ნიმუში გავაკეთე, თუმცა დრო რომ მქონოდა მეტსაც გავაკეთებდი, იმდენი იდეა მომივიდა თავში მუშაობისას.წარმოვიდგინე მოსწავლეები უკეთესებს შექმნიან. 

Sunday, February 21, 2016

ინტელის ტრეინინგის მესამე დღე-რეფლექსია
              
განვიხილეთ წინა ტრეინინგზე შესრულებული  ბუკლეტები, განვსაზღვრეთ ჩვენი   პროექტის გეგმის შევსების რამოდენიმე ქვეპუნქტი  მიზნები და შედეგები- ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
 განვხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები : ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი .
სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა- ვფიქრობ მიღებული ცოდნა ნაყოფიერი იქნება ჩემს მომავალ აქტივობებში.

Saturday, February 20, 2016

ინტელის ტრეინინგის-რეფლექსია
                                      ინტელის ტრეინინგის პირველი დღე-რეფლექსია
12.10.13 -
გავეცანით პროექტებით საწავლებას -მის მიზნებსა და შედეგებს 21- საუკუნის უნარჩვევების განვითარებისათვის- თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად- განვიხილეთ პროექტების  განხორციელების დროის  ჩარჩოები (კითხვები- ფორმირებისათვის) და პროექტის გეგმის საფეხურები.
განვიხილეთ :
         21-
საუკუნის უნარ-ჩვევები:
·                     ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით ;
·                     პორტფოლიოს ჩეკლისტი;
·                      პროექტის გეგმის შაბლონი;
·                     სასწავლო მიზნები;
·                     რუბრიკების პორტფოლიო;
·                     პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი;
·                     ინდივიდუალური კომპიუტერული სცენარები- რომელმაც ჩემში დაბადა ახალი იდეები და სურვილი გამიჩნდა განვახორციელო პედაგოგიურ პრაქტიკაში;
·                     გამოცემების ჩეკლისტის მომზადება საიდენტიფიკაციო ინფორმაციისათვის.


 
ასევე გავეცანით, ინტელის ძირითადი   კურსის მიზანს ,  რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევას
.



                              ინტელის ტრეინინგის მეორე დღე-რეფლექსია
ტრეინინგის მეორე დღე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი,განვიხილეთ პროექტ-გაკვეთილების ფორმირების ერთ-ერთი საფეხური -რაც ძალიან საინტერესო  და სახალისო იყო :)  გავეცანით ბროშურების შაბლონებს-შევქმენით ბროშრები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისათვის-(პროექტის მიზნის  გასაცნობად ..- გამოყენებით მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის) ვიმუშავეთ საოფისე პროგრამა ვორდში.
ვფიქრობ ბროშურები უფრო დაინტერესებს როგორც მოსწავლეებს ასევე მათ მშობლებს, გაიზრდება მოტივაცია რაც ხელს შეუწყობს შედეგზე გასვლას.